ბლიც-ინტერვიუ თენგიზ აბაკელიასთან

სახელი  -  თენგიზ
გვარი -   აბაკელია
პროფესია -  საქონელმცოდნე
სტატუსი  -  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
ბავშვობიდან  მოგონებად  დარჩენილი  წუთები...    - ბავშვობა ცხოვრების  ულამაზესი  წლებია, ამ წუთს თვალწინ გამიელვა ჩემი ბავშვობის კადრებმა, მათ შორის თბილად მახსენდება ბებომ პირველად რომ წამიყვანა სკოლაში.
რომელი სურვილი ვერ აისრულეთ?  -  ჯერ-ჯერობით ვერ მოვესწარი გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას.
რა  არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე? -  ხშირად არ ვიცვლი აზრს, ჩემი პოზიციის ერთგული ვრჩები. ეს მიმაჩნია ჩემი ხასიათის ძლიერ მხარედ.
 თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?   -  ფეთქებადი ხასიათის ვარ, მაგრამ სიბრაზეს გულში არ  ვიდებ.
უხერხული სიტუაციიდან  როგორ  იხსნით თავს?  - ასეთ სიტუაციებში ყველაზე კარგი გამოსავალი იუმორია.
 ვინ არიან თქვენი შვილები?  - გურანდა -  პროფესიით  პედაგოგია,  გოჩა კი კარგი მეოჯახე მამაა.   ისინი ჩემი სიცოცხლის გაგრძელებაა.
როგორი  გინდათ თქვენი  შვილები იყვნენ? - უკეთესია უფრო გაწონასწორებულნი და ნაკლებად ემოციურები თუ იქნებიან.
 როგორ ვერ წარმოგიგენიათ ცხოვრება? - უმეგობროდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მეგობრობა ისაა როცა არც ჭირში და არც ლხინში თავს ეულად არ გრძნობ.
 რა მოგწონთ ადამიანებში? - სინდისი, პატიოსნება, გულწრფელობა... ვერ ვიტან მოღალატე ადამიანებს.
 რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად? - უნდა გახსოვდეს, რომ ხარ უფლის შვილი და უნდა მიენდო მას.
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი? - ამ ქვეყნად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემი 85 წლის დედაა.
  როგორ მოხვდით პოლიტიკაში? -პოლიტიკაში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მოვედი...
  რა არ მოგწონთ პოლიტიკაში?  - არ მომწონს ბინძური პოლიტიკური თამაშები, როცა პოლიტიკას ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ..
  ვინ არიან თქვენი ოპონენტები?  - ჩემი ოპონენტები არიან ისინი, ვინც მოქმედებენ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.
  გამორჩეული ფრაზა თუ გაქვთ, რომელსაც ხშირად იმეორებთ?  - არა.
  ამ წუთს ნატვრა რომ შეგისრულდეთ,  რას ინატრებდით?  - ჩემმა შვილიშვილებმა ეკონომიურად ძლიერ და თავისუფალ საქართველოში მინდა იცხოვრონ.
 თქვენი საყვარელი სასმისი რომელია? - ფიალიდან დალეულ ღვინოს სულ სხვა გემო, სადღეგრძელოს კი  სულ სხვა ეშხი აქვს.
 სადღეგრძელო?   - ამ დროში კაცობა და სინდისი რომ შეინარჩუნა იმ ხალხს გაუმარჯოს.
 რისი დაკარგვა არ გინდათ?  - მინდა ჩემი ცხოვრებით შეძენილი პატიოსანი კაცის სახელი სიცოცხლის ბოლომდე მიმყვეს.
 რას არ გააკეთებდით არასოდეს - არ წავიდოდი საყოველთაოდ აღიარებული ნორმების წინააღმდეგ.
 რა არ გაინტერესებთ?  - არ მაინტერესებს სხვის საქმეეში ცხვირის ჩაყოფა.
 რისი გჯერათ? - მჯერა საქართველოს ნათელი მომავლის და დრწმუნებული ვარ ივერიის გაბრწყინების.
 რითი ალამაზებთ თქვენს  ცხოვრებას?  - ვარ ძალიან აზარტული და განტვირთვას სხვა და სხვა თამაშებით ვახერხებ...
 თქვენი  ნება რომ იყოს  რას  შეცვლიდით?   - ჩემი ნება რომ იყოს, ჩემს ქვეყანას დიალოგის გზით დავაბრუნებდი თავის საზღვრებში.
რითი დაასრულებთ საუბარს? – „ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს”

https://www.facebook.com/notes