დღეს ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბმა „კოლხეთმა“ უმასპინძლა ვანის „სულორს“. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. სტუმართა კარში გოლები გაიტანეს ცოტნე ბუკიამ (2), თორნიკე ღლონტმა და ოთარ ფიფიამ. თამაშს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.