27 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ედიშერ ჯობავამ
და მახარე ჩოკორაიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო
- ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ანგულ მიქავამ, გამგეობის ტერიტორიული
ორგანოს ხელმძღვანელებთან - რწმუნებულებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ძირითადი თემა თემებსა და სოფლებში
არსებული პრობლემატური საკითხების განხილვა
იყო, ისაუბრეს მიწის დროულად დაკანონებაზე, უხვ მოსავლიანობაზე, მიმდინარე წელს მოწეული მოსავალის
ხარისხზე. კონკრეტულად განიხილეს თუ ვინ რამდენი მოსავალი მიიღო, რათა მომავალში შესწავლილ
იქნეს მოწეული მოსავლის ოდენობა რის შემდეგაც შეიქმნება სურათი ფერმერთა ბარათებით
დახმარებისათვის. თათბირზე განიხილეს რამოდენიმე სოფელში არსებული ვეტერინარული პრობლემები:
ჯილეხი, ცოფი და მსხვილფეხა საქონლის დაავადებები, ასევე საუბარი შეეხო თემებში მიმდინარე
სამელიორაციო სამუშაოებსაც, ყურადღება გამახვილდა
სამუშაოების ხარისხიანი და ეფექტური შესრულების აუცილებლობაზე, მუნიციპალიტეტის
დასახლებებში არსებული პრობლემური
საკითხების დროულად და ხარისხიანად გადაჭრის გზებზე.