„მე ვარსებობ, მე ვაზროვნებ, მე ვქმნი"


ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით 25 ნოემბერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „მე ვარსებობ, მე ვაზროვნებ, მე ვქმნი“, რომელსაც უძღვებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნანა ბუკია. ღონისძიება ითვალისწინებდა ახალგაზრდებში საუკეთესო ლექსის, მოთხრობის, ესესა და ლიტერატურული ჩანახატის ავტორების გამოვლენას, მათ მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას. მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მაშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. კონკურსს აფასებდა ჟიური, რომელმაც გამოავლინა შემდეგი გამარჯვებულები: 
საუკეთესო ლექსისთვის პირველი ადგილით დაჯილდოვდა თსუ-ს სტუდენტი -ლევან სიჭინავა.
მე-2 ადგილი დაიკავა გია გელაშვილმა ლექსით -„ამბიცია“.
საუკეთესო ესეს ავტორი გახდა ელისო ჭუმბურიძე ესეთი- „მწარე რეალობა“. 
მე-2 ადგილი გაიყვეს კონკურსანტებმა- მეგი ქარდავამ ესეთი -„იქ სადაც ტოლერანტობა სუფევს“, და მარიამ ქაჯაიამ ესეთი „გატაცება ერქვა, თორემ“...
სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლიდნენ გამარჯვებულები: თემურ ალანია- ტროპული მეტყველებისთვის, ბექა ჭითავა- ორიგინალური აზროვნებისთვის, ნანა მაშავა- სულიერი ღირებულებების წინ წამოწევისათვის, ველოდ შონია -ორიგინალური აზროვნებისთვის, გვანცა ცირდავა - ყველაზე ორიგინალურისთვის, რევაზ ქაშიბაძე -ქრისტიანული ხედვისთვის, გიორგი კემულარია - ლირიკულ-სენტიმენტალური აზროვნებისთვის, მერაბ და გულიკო ქვარცხავები - პატრიოტული სულისკვეთებისათვის, ნაზიკო ღურწკაია -რომანტიკული ხედვისთვის, ქრისტინე ჩაფიძე- ლამაზი ლექსისთვის, ჯენარ ლობჟანია --ყველაზე ნორჩი მონაწილისთვის, ნიკა ვადაქარია-ლირიკული ლექსისთვის, თამარ ლაშხია- იდილიურ-პასტორალური აზროვნებისთვის, დავით ბერაია და ხატია ხვიჩია -პატრიოტული აზროვნებისთვის. კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.