დღეს, 12 ნოემბერს ქ. ხობში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საინტერესო სპორტული შეჯიბრება, რომლის არსი აზარტულთან ერთად ფინანსურ ხასიათსაც ატარებდა. შეჯიბრს ორგანიზატორობდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თავი ლევანით წარმოგვიდგინა: რკინის კონსტრუქცია სპორტული ტურნიკს წარმოადგენს, სადაც პირობის შესაბამისად ის მოქალაქე, რომელიც 2 წუთზე მეტს გასტანს ხელით ჩამოკიდებულ მდგომარეობაში მის მიერ დადებულ თანხას ახუთმაგებს-აათმაგებს და ასე შემდეგ.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხობელების დიდი ინტერესისა და ბევრი მათგანის მცდელობისა შეჯიბრში გამარჯვებული მხლოდ ერთი, შახი გერგაია გამოვლინდა.