17 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ფოთისა და ხობის ეპარქიას სტუმრობდნენ. ფოთში მეცნიერებმა ფოთისა და ხობის მიტრპოლიტ მეუფე გრიგოლთან ერთად „ახალი დროის ქართველი ფილოსოფოსების“ თემაზე კონფერენცია გამართეს, რომელსაც სტუდენტები, მრევლი და მღვდელ-მონაზვნები ესწრებოდნენ. კონფერენციის შემდეგ კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ირემაძემ, პროფესორებმა მიხეილ გოგატიშვილმა, ლალი ზაქარიაძემ, გიორგი თავაძემ და გიორგი ხუროშვილმა მოილოცეს ეკლესია მონასტრები, მათ შორის ხორგის თემში წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, პირველი მაისის თემში ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსი და ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.