ხობის ციტრუსი - წარმატებული საექსპორტო პროდუქტი


დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ ჯობავა ხეთის თემს ესტუმრა. მან ხეთის თემის რწმუნებულ შავლეგ ბუკიასთან ერთად ციტრუსის პლანტაციები დაათვალიერა  და ციტრუსის მიღების პროცესს დაესწრო. წელს ციტრუსი განსაკუთრებულად მოსავლიანია. მანდარინის შესყიდვაში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი შპს-ის წარმომადგენელები. ხეთის, პირველი მაისისა და ხამისკურის თემებიდან საზღვარგარეთ მანდარინითა და ხურმით დატვირთული უკვე   7  სატვირთო ტრაილერი გავიდა. დღეს ციტრუსს ხარისხის მიხედვით ფერმერისაგან 0,50-0,80 თეთრად გადამზიდავი კომპანია „სხალთა“ იბარებდა, რომელსაც სატვირთო ტრაილერზე დატვირთული მანდარინი საექსპორტოდ  უკრაინაში გააქვს.