
2 - 10 ნოემბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა საჭადრაკო ფესტივალი „მაია ჩიბურდანიძის თასი-2013“. ფესტივალის პროგრამით გაიმართა აბსოლუტური ტურნირები მამაკაცთა და ქალთა შორის და ასევე 14, 12, 10 და 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. მასში 160 - მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. ფესტივალში 8 წლამდე გოგონათა შორის მონაწილეობდა ხობელი მოჭადრაკე დიანა ლომაია, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს საამაყო ნორჩ მოჭადრაკეს დიანა ლომაიას გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.