შაბათს, 9 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში საჯიჯაოს თემში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯამბულ შეროზია, რომელსაც გადაადგილება წლებია არ შეუძლია, მოინახულეს და ინვალიდის ეტლი გადასცეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებმა მახარე ჩოკორაიამ და ედიშერ ჯობავამ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვარაზ გაბედავამ. მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ პრობლემებს და თანადგომა აღუთქვეს ოჯახს.