ქ. ზუგდიდში ხობელმა მძლეოსნებმა გუნდური I ადგილი დაიკავეს


20 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურნირი მძლეოსნობაში. სადაც მონაწილეობა მიიღო რეგიონის 9 გუნდმა, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი მძლეოსნებისთვის. სიგრძეზე ხტომაში - I, ხოლო 60 მ და 200 მ გარბენში II ადგილი დაიკავა გიორგი ახალაიამ; სიგრძეზე ხტომაში I ადგილი დაიკავა მარიამ შონიამ, II ადგილი მეგი ლატარიამ; 60 მ გარბენში II ადგილი მანონი საღარაძემ; ამანათრბენში გუნდური I ადგილი დაიკავეს ბიჭების გუნდმა, ხოლო გოგონებმა II ადგილი. საერთო ჯამში ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა რეგიონის გუნდური I ადგილი.
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს თასებით, მედლებითა და სიგელებით.