19 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გამართა GIZ-ის
(„ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში“) წარმომადგენლებმა. შეხვედრა საქართველოში პროგრამული ბიუჯეტის შემოღებასთან დაკავშირებით ჩატარდა, მას დაესწრნენ; ხობის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების გამგეობების დარგობრივი სამსახურების უფროსები. პროგრამები ახალი ფორმის ბიუჯეტებში სფეროების მიხედვით აისახება და
მათი შესრულების ვალდებულებაც დარგობრივ სამსახურებს ევალებათ, რის გამოც მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება, თუ
როგორ უნდა შეადგინონ პროგრამები და როგორ უნდა უზრუნველყონ მათ შესრულებაზე კონტროლი და ანგარიშება.
დასაფინანსებელი
ტრენინგს უძღვებოდა GIZ-ის
სამუშაო შეხვედრების ფასილიტატორი სულხან თოლორდავა.