საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ 12 ოქტომბერს ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანების ცენტრში, პროექტის ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა სკოლმდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის“ ხობისა და მარტვილის აღმზრდელ-მასწავლებლებისთვი ს ორდღიან ტრენინგს ატარებს. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ტრენინგის მიზანია სკოლამდელ ასაკის ბავშვებში განათლების ხარისხის ამაღლებისა და სააღმზრდელო-დიდაქტიკური მუშაობის მეთოდოლოგიის დანერგვა. ტრენინგს ატარებენ „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები: პროექტის კონსულტანტი ოლღა მუსხელიშვილი და ფსიქოლოგი ანა კალანდაძე.