სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის ოპერაცია ჩაატარეს.
ოპერაციის მსვლელობისას ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია მოხდა.
სროლის შედეგად დააიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - დავით დემურია, ასევე დაჭრილია პოლიციის ოთხი თანამშომელი. ამ დროისთვის ოთხივე მათგანი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მსუბუქად არიან დაჭრილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის თანამზრახველებთან ერთად 1 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების - ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ხოლო მეორე ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
ხორგაში ლიკვიდირებული ბოროტმოქმედი წარსულში ნასამართლევი ამნისტირებული პატიმარია.
ამის შესახებ "Front news”–ს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ აცნობა.
მისივე ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 4 სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციელები სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა თავად მოინახულა.
თენგიზ გუნავას ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მსუბუქად არიან დაჭრილები და ოპერაციას არ საჭიროებენ. ოთხივე პოლიციელს მკურნალობის გაგრძელების მიზნით თბილისში გადმოიყვანენ.
„ოკუჯავა ადრე ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი, ის 2005 წელს იყო დაკავებული. 9 წლიან სასჯელს იხდიდა და ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ამის შემდეგ რამდენიმე დანაშაულიც ჩაიდინა, როგორც ვიცი თურსაში მომხდარ ყაჩაღობასაც ედავებოდა პოლიცია და ამ საქმეზე ტარდებოდა სპეცოპერაციაც,“ – განუცხადა „Front news” – თენგიზ გუნავამ.
შეგახსენებთ რომ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც სამეგრელოსა და თბილისის სპეციალური დანიშნულების რაზმები ერთობლივად აწარმოებდნენ, ერთი პოლიციელი, განყოფილების უფროსის მოადგილე დემურია ემსხვერპლა. დაჭრილია ოთხი სპეცრაზმელი, ხოლო ადგილზეა ლიკვიდირებული მანუჩარ ოკუჯავა.
წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაცია ხობის რაიონის სოფელ თორსაში ქარჩავების ოჯახზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების ასაყვანად ტარდებოდა. სოფელ თორსაში ქარჩავების ოჯახზე მომხდარი თავდასხმის შედეგად მოკლულია ოჯახის უფროსი.
http://frontnews.ge/ge/news
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დავით დემურია |
სოფელ შუა ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - დავით დემურია.