შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთზე (9.44კმ), რომელიც სოფელ ახალ ხიბულასა და საჯიჯაოს ტერიტორიაზე გაივლის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის 4,5 კმ-იან მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. დანარჩენ 4,5კმზე დაგებულია ასფალტის ქვედა ფენა და მიმდინარეობს ზედა ფენის დაგების სამუშაოები. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნულ ობიექტზე საგზაო სამუშაოებს შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს.
პროექტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 3 267 000 ათას ლარს შეადგენს.
http://www.georoad.ge/?que=geo/home&info=2744