ხობის გამგებლის მოადგილედ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე დაინიშნა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ჯობავას დანიშვნა გამგებლის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე მოხდა, რომელიც თავისუფალი მას შემდეგ არის, რაც 1 ოქტომბერს როსტომ კილასონიამ თანამდებობა დატოვა და კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულ მოძრაობაში“ გადავიდა.
ედიშერ ჯობავა 1974 წლის 6 ივლისს დაიბადა. ის პროფესიით ეკონომისტია, 1997 წელს დაამთავრა ქუთაისის შრომითი აღზრდის უნივერსიტეტი, 2007 წელს კი ბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლა.
2000-2002 წლებში ედიშერ ჯობავა ქ. ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი აპარატის უფროსი იყო, 2008-2009 წლებში კი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2008-2013 წლებში ის ყულევის შავი ზღვის ტერმინალის უსაფრთხოების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.