კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხობში

9 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრაზე მოსულ ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ეკონომიკის გაძლიერებაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სოციალური პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა. მმართველი კოლიციის საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრების ჩასატარებლად ქალაქ ხობიდან ქალაქ ზუგდიდში გაემგზავრა.