ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში 16:00 საათზე შედგა კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლის პრემიერა „ქორწინება განქორწინებით“. ჯემალ მონიავას კომედია ერთ მოქმედებად წარედგინა მაყურებელს რამაზ ლოლუას რეჟისორობით.
სპექტაკლის პრემიერას მაყურებელთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა.