აქცია "შევეწიოთ უპოვართ"


ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მომავლის ხედვა“ საქველმოქმედო აქცია „შევეწიოთ უპოვართ“ დაასრულა, აქციაში ჩართული იყო 11 სკოლის თვითმართველობა.
ამ აქციის ფარგლებში დახმარება გაეწია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხოვრებ 11 ოჯახს, რომლებიც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილ იქნენ საკვებითა და ტანსაცმლით, მათ შორის უკიდურესად გაჭირვებულ ორ ოჯახს გადაეცათ ფულადი დახმარება 150-150 ლარის ოდენობით.