21-25 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდის სპორტულ კომპლექსში
ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ფრენბურთში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა ზუდიდის მუნიციპალიტეტის სხვა და სხვა
გუნდებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის თემის ფრენბურთელთა გუნდმაც მიიღო. თამაში
ორ ქვეჯგუფად მიმდინარეობდა, ხეთელებს მეტოქეობას უწევდნენ კახათის, ახალ კახათისა
და რიყის გუნდები. ხეთელმა ფრენბურთელებმა ყველა შეხედრა უპირატესობით მოიგეს და ჯგუფური
ეტაპის პირველი ადგილით ნახევარფინალში გადავიდნენ, ნახევარფინალში ჭითაწყარის გუნდთან
მოგების შემდეგ კი ფინალში ადგილი დაიმკვიდრეს. ფინალური შეხედრა ხეთის გუნდმა რიყის
ფრენბურთელთა გუნდთან გამართა, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და ზუგდიდის ღია
პირველობის ჩემპიონის ტიტული და პირველი ადგილის თასი მოიპოვეს.
ხეთელი ფრენბურთელები შემდეგი შემადგენლობით ასპარეობდნენ:
დავით ლაგვილავა, გიორგი ლაგვილავა, იურა ლაგვილავა, დავით ბუკია, ტარიელ ბუკია, ლევან
ბუკია, თემურ ბუკია, კობა კორტავა, მამუკა გაბრავა, სოსო ლატარია, პაატა ჭითანავა,
კახა კვირკვია და ხეთის თემის რწმუნებული შავლეგ ბუკია, რომელმაც გუნდს სპონსორობა
გაუწია. ტურნირის ბოლოს გამარჯვებულები სიგელებით
დაჯილდოვდნენ.