ავტოავარიას სამეგრელოში მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

კოკა კაულია და  ნათია ცატავა
ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 2 წლის ბავშვის.

როგორც „Frontnews“–ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ 4 კი დაშავდა და ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.