ხობის მუნიციპალიტეტში რეგიონალური
განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გრძელდება.
ქ. ხობში,
კოლხეთის დასახლებაში ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური
შეკეთებითი სამუშაოები. დაგეგმილია გზის მოასფალტება, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის
გაყვანა გზის ორივე მხარეს და ეზოებში შესასვლელი ხიდბოგირების მოწყობა, რაც ახლო მომავალში
დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა
გოჩა ქაჯაიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ კოლხეთის დასახლების ქუჩის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებისთვის
191300 ლარი გამოყო.