12 ოქტომბერს, 11 საათზე ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ფესტივალი 2001-2002 წელს დაბადებულ მორაგბეთა შორის. ფესტივალში მონაწილეობდა ხონის, სენაკის, მარტვილის, წყალტუბოს, ქობულეთის, ბათუმის, საჩხერის, ჭიათურის, თერჯოლის, ხობის, ფოთის და ქუთაისის ხუთი სასპორტო სკოლის რაგბის გუნდები. ფესტივალი ჩაატარა საქართველოს რაგბის კავშირის, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა იოსებ დიაკონიძემ, სადაც მონაწილეობდა 300 მორაგბე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებით მონაწილეობისათვის პატარა მორაგბეები სიგელებით დაჯილდოვეს.