რეგიონული რაგბის ფესტივალი ხობში გაიმართება


საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით 12 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება 2001-2002 წლებში დაბადებულ გოგონათა და ჭაბუკთა შორის რაგბის რეგიონული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს 12 ქალაქის მორაგბეთა გუნდი. თამაშები ჩატარდება საქართველოს რაგბის კავშირის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით. ფესტივალის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია, თამაშის წესების სწავლება და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების სრულყოფა. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. თამაშის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს რაგბის კავშირი თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. ფესტივალს უმასპინძლებს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის რაგბის ჯგუფი. მწვრთნელ-მასწავლებლები რომეო გულუა და მერაბ კიტია.


http://khobi-sakrebulo.ge