ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა



დღეს, 10 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადა სტუმრობდა. ჯარისკაცებმა ტაძრის მოძღვარ დეკანოზ ილიასთან და სამხედრო კაპელან დეკანოზ გიორგისთან ერთად მოილოცეს ეკლესია-მონასტერი და სურვილი გამოთქვეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, გაწმენდისა. აქციაში 80 სამხედრო მოსამსახურე ღებულობდა მონაწილეობას. მათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი ბალახებისა და ეკალ-ბარდებისაგან გაწმინდეს და დაასუფთავეს. მათი თქმით აქცია არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და მსგავსი აქციების განხორციელება სხვა ეკლესია-მონასტრების ტერიტორიაზეც არის დაგეგმილი. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებსა და საქართველოს ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებულ ბრიგადას დაუღალავი შრომისათვის.