ხობის მუნიციპალიტეტში, სადაც ყველა - 32 უბნის მონაცემები ცესკომ უკვე შეაჯამა, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმის 58,3% მიიღო. დავით ბაქრაძეს მხარი 26,24%-მა დაუჭირა. მესამე პოზიციაზე ნინო ბურჯანაძეა 11,59%-ით. 1,59% მიიღო შალვა ნათელაშვილმა.