24 სექტემბერს ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის „კოლხური აია სოფიას“ ჩვენება გაიმართა. დოკუმენტური ფილმში ასახულია ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემში მდებარე ადრე ქრისტიანული უძველესი ნატაძრალი, რომელსაც გადმოცემით „აია სოფიას“ სალოცავს უწოდებენ ადგილობრივები. ავტორმა და რეჟისორმა ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ისტორიული საარქივო მასალა წარმოადგინეს და დოკუმენტურად ასახეს. ფილმი შეიქმნა ხობის მემატიანე, ისტორიკოსის, გამგეობის მთავარი სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიას და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის ირაკლი შონიას რეჟისორობით.
დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე დამსწრეთა შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოგი ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფილმის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები, მოსაზრებები და მადლობა გადაუხადეს ავტორებს საინტერესო ფილმის შექმნისათვის.