თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშება, რომელშიც ათამდე ქვეყნის მოჭადრაკეები მონაწილეობენ. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა 300-მდე მოჭადრაკეს შორის.
ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშებაზე წარმატებებს მიაღწიეს ხობელმა
მოჭადრაკეებმა. ყველაზე უმცროსი ასაკის - 8 წლამდე გოგონებში ერთპიროვნულად გაიმარჯვა დიანა ლომაიამ. პრიზიორთა შორის 7-8 წლის ჭაბუკებში კი - 7
წლის თეიმურაზ კვიკვინიამ. წვრთნათა კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა საქართველოს სპორტის
დამსახურებულმა მოღვაწემ და მწვრთნელმა ირაკლი გეთიამ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
დიპლომებით, თასებით, მედლებით და ფულადი პრიზებით.
ტურნირში გამარჯვებულებს შეხვდნენ, გამარჯვება
მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ
მახარე ჩოკორაიამ და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის უფროსმა ფერიდე გოგიამ.