სოფელ გურუფულში მოხუცი ცოლ-ქმარი გაძარცვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში ადგილობრივი მკვიდრის, 83 წლის ჯოდო კულუას ოჯახი გაძარცვეს. ორმა ნიღბიანმა პირმა ცივი იარაღის მუქარით სახლიდან 5000 ლარი წაიღო. მძარცველებმა მოხუცი ცოლ-ქმარი გაკოჭეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციას მომხდარის შესახებ მოგვიანებით ოჯახის დიასახლისმა შეატყობინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ხობში მომხდარი ძარცვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით (ყაჩაღობა). ამ დროისთის მიმდინარეოს ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები.


ხობში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე ერთ–ერთი ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ „FrontNews“-ს შს სამინისტროდან აცნობეს.

მისივე ინფორმაციით, წამების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამ დროისთვის ძიება სსკ–ის 179–ე – ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ გურიფულში კულუების ოჯახს თავს დაესხნენ. ყაჩაღობის დროს სახლში მოხუცი ცოლ–ქმარი და ოჯახის ნათესავი გოგონა იმყოფებოდნენ.

დაზარალებულთა თქმით, თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ და ნიღბები ეკეთათ. მათ სახლში მყოფებს ხელ–ფეხი შეუკრეს და ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. ოჯახის უფროსმა დამყაჩაღებლებს დანაზოგი – 4500 ლარი გადასცა. მოგვიანებით ერთ–ერთმა მათგანმა წებოვანი ლენტის მოხსნა და ყვირილი შეძლო, ხმაური მეზობლებმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს, თავდამსხმელებმა კი თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.