"სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" ფარგლებში დაიწყო (video)



ხობის მუნიციპალიტეტში დღეს  7 სექტემბერს საერთაშორისო პროექტი "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" დაიწყო, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 200 საჯარო სკოლის მოსწავლე  მონაწილეობს.

   სპორტული თამაშების გახსნას დაესწრნენ  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები , სამეგრელოს  რეგიონის საპატრულო პოლიციის   უფროსი და საპატრულოს თანამშრომლები, რომლებმაც ტურნირში მონაწილეებს საგზაო ნიშნები და მოძრაობის წესები გააცვნეს.

    პროექტის ფარგლებში ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა სპორტული თამაშები გაიმართება.  
 
   "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" საქართველოში 2003 წლიდან UEFA-ს ეგიდით ხორციელდება და დიდი და პატარა ქალაქების  8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს აერთიანებს. აღნიშნულ პროგრამაში კონფლიქტის ზონიდან დევნილი, ინვალიდი, უნარშეზღუდული და ძნელად აღსაზრდელი ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას.

    "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა"  პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებისათვის საორგანიზაციო ხარჯებს აფინანსებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო თამაშების საჭირო ინვენტარით ამარაგებს და უზრუნველყოფს  პროგრამის (დანიის) ადმინისტრაცია.