21 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის, სადაც ხობის „კოლხეთმა“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, რაც ანგაიშზეც აისახა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:2 დასრულდა.