ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას თედო სახოკიას სახელი მიენიჭა

ქ. ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ჩვენი თანამემამულის, საზოგადო მოღვაწის, მწერლის, ჟურნალისტის, ლექსიკოგრაფისა და ეთნოგრაფის თედო სახოკიას სახელი. 24 სექტემბერს კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თედო სახოკიას მემორიალური დაფა გაიხსნა. ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების გზაზე, მის მიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ ღვაწლზე. საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.