დასრულდა გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში

დასრულდა 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების: ლევან ტურავასა   და რეზერვისტის გოგა ჭითანავას   სახელობის რიგით მეხუთე გათამაშება მინიფეხბურთში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა
და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ორგანიზებით გაიმართა.  ტურნირში   მონაწილეობას 8 გუნდი იღებდასაინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად, ჩემპიონი და პრიზიორები გამოვლინდა. ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის ღირსეული მფლობელი ხეთის თემის (ცენტრის) ფეხბურთელთა  გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ხამისკურის თემის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი  ხეთის თემის საქირიოს უბნის ფეხბურთელთა გუნდმა  დაიკავა.
ტურნირის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებული გუნდები და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლებმა მახარე ჩოკორაიამ და როსტომ კილასონიამ სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.