ხორგაში ელექტრო ქვესადგური აშენდება

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდენენ. შეხვედრის მიზანი იყო მშენებლობის განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჭირო სამუშაოების წარმართვის გაცნობა. 
საქართველოს მთავრობამ მიიღო აზიის განვითარების ბანკიდან ტექნიკური და ფინანსური დახმარება რეგიონალური ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის პროექტისათვის. პროექტი, რომლის განმახორციელებელ რგოლს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შედგება ორი კომპონენტისაგან. აღნიშნულიდან ერთერთს წარმოადგენს ხორგის ქვესადგურის მშენებლობა. ქვესადგურისთვის შერჩეული 13,5 ჰა მიწის ნაკვეთი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაშია (საკადასტრო კოდი: 45.01.25.020). პროექტი სამი წლის ფარგლებში დასრულდება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.