უხვმა ნალექმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი დატბორა

   
გადაუღებელი წვიმების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტში წუხელ გვიან ღამით  ზემო ქვალონის, ჭალადიდის, ნოჯიხევის დასახლების ნაწილი  დაიტბორა  და გურიფულის თემში მდებარე ნაპირსამაგრი დააზიანა. დაზარალდა მოსახლეობა - წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია. წყლითაა  დაფარული   საკარმიდამო ნაკვეთები. შემთხვევის ადგილზე ინფორმაციის მიღებისთანავე  გავიდა სახანძრო დაცვისა და  სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასათვალიერებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნება სპეციალური კომისია და  რის შემდეგადაც დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.  დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა  გოჩა ქაჯაიამ  დატბორილი ადგილები დაათვალიერა და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.