6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანიის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით პროექტი "ჩემი უფლებები -ავტოტურები" განახორციელეს. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს და მასში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იღებენ. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები. საიას წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი მოდელის შესახებ, რომლის დამკვიდრებაც ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნების შემდგომ იგეგმება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა სადაც დამსწერე საზოგადოებამ სტუმრებს საკუთარი ხედვები და წინადადებები გაუზიარა.