ხობი მეექვსე საერთაშორისო
ფესტივალისთვის „სიმღერა სამეგრელოზე“ ემზადება. მუნიციპალიტეტის მხრიდან ფესტივალის
სტუმრების ღირსეულად დახვედრისა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით 21 სექტემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი
ბუკია ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელთან ხათუნა გერგაიასთან ერთად ადგილობრივი
ხელისუფლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შევედრაზე დეტალურად იქნა განხილული, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. ფესტივალი სლოგანით: „მზიურის ფესვებიდან“ 28-29 სექტემბერს ჩატარდება. ხეთის თეატრონზე მაყურებლის წინაშე შვიდი თაობის მზიურელი წარსდგება, სადაც შესრულდება როგორც ძველი ასევე ახალი სიმღერები. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ხობს ეწვევა
თამრიკო გვერწითელი. ფესტივალის დღეებისთვის, ანსამბლ „მზიურთან“ დაკავშირებით
პაატა ნაცვლიშვილის რედაქტორობით გამოიცემა წიგნი სახელწოდებით „დაჰკარით დაფდაფებს“. ფესტივალის რეჟისორია სოსო ნემსაძე.
როგორც ყველა ფესტივალი, წლევანდელიც გამორჩეული იქნება გამოცემებით, საინტერესო სტუმრებითა და ახალი რეპერტუარებით.