20 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და კომპანია დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში დევიზით „ჩვენი ქვეყანა...ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა...“ ქ. ხობისა და ხობის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისა და შპს „ხობი დასუთავება და განათების“ თანამშრომლები და ასევე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი ტერიტორიებს საყოფაცხოვრებო ნივთებით დაბინძურებული ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. აქციის ორგანიზატორი იყო მწვანე მოძრაობის წარმომადგენელი ხობში მედეა ქობალია.
საქართველოში
უკვე მეოთხედ ტარდება ფართომასშტაბიანი აქცია „დავასუფთაოთ საქართველო“, რომელიც ხორციელდება
საერთაშორისო კომპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს („Clean
Up the World“) ფარგლებში. კომპანია „Clean Up the World“ რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი
პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა 1992 წელს, ემსახურება მყარი საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას
და მასში დღეისათვის 130 სახელმწიფოზე მეტია ჩართული.
აქცია
„დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“,
ტარდება “დავასუფთაოთ საქართველო -
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების
მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია
მოსახლეობამ თავად შეიტანოს გარკვეული წვლილი მნიშვნელოვანი
ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.
აქცია ხობის მუნიციპალიტეტში არ არის ერთჯერადი ხასიათის და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებენ.