გაერთიანებული წყალმომარაგების ხელმძღვანელობა ხობში (video)


დღეს,   ქ. ხობის მოსახლეობას   საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა-გაერთიანებული წყალმომარაგების კომერციული დირექტორი გიორგი კობერიძე, ფინანსური დირექტორი კახაბერ სოლოღაშვილი, ტექნიკური დირექტორი თემურ ბიგანიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შუხოშვილი,  წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლიბი  შეხვდნენ. შეხვედრაზე   განიხილეს შესაბამისი ინფრასტრუქტურ და წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას  ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ქ. ხობში წყალმომარაგების გეგმის შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს წყალმომარაგების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობაზე ჭაბურღილებში თანამედროვე ტიპის ტუმბო-აგრეგატების მონტაჟი, შიდა გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია, არსებული საქლორატორო შენობის რეაბილიტაცია და ქ. ხობის მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შემდეგ ქ. ხობის მოსახლეობა წყალს  24 საათიანი გრაფიკით მიიღებს. 


video


19 სექტემბერს ქ. ხობში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომერციული დირექტორი გიორგი კობახიძე, ფინანსური დირექტორი კახაბერ სოლოღაშვილი, ტექნიკური დირექტორი თემურ ბიგანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მოსახლეობას შეხვდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ახალი წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის შესახებ და ისაუბრეს ევროპის ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს 28 ქალაქის 24 საათიან წყალმომარაგებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სათავე ნაგებობაზე, ჭაბურღილებში თანამედროვე ტიპის ტუმბო-აგრეგატების მონტაჟი, შიდა გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია, არსებული საქლორატორო შენობის აღდგენა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ხობის მუნიციპალიტეტს სამუშაოების ჩასატარებლად 2 600 000 ლარი გამოეყო. პროექტი 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2015 წელს დასრულდება.