ხვიჩა ცხადაიას ხსოვნას

ხვიჩა ცხადაია



1995 წლის გამოცემა

ვიდეო




ხვიჩა ჯემალის ძე ცხადაია,  დაიბადა 1974 წელს ქ. სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის მე-15 საშუალო სკოლა. იბრძოდა 23-მე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეორე ასეულში. 1993 წლის 17 მარტს დაიღუპა გუმისთის მისადგომებთან. ხვიჩა - მხედრული მამაცობისთვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ორდენით.

21 წელი გავიდა. 19 წლის პირტიტველა, ცხოვრებით სავსე ბიჭი, რომელსაც უზომოდ უყვარდა მისის ქალაქი. თანამებრძოლებთან ერთად სამი დღე მტრის ალყაში იმყოფებოდა. უყვარდა სამშობლო და იცავდა. იმ ბრძოლაში ქართულმა არტილერიამ განსაკუთრებული როლი ითამაშა და ამიტომაც გახდა 15 მარტი ქართული არტილერიის დღე. ის დიდი გამარჯვება ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. ხვიჩა სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. სნაიპერი არ ყოფილა არც აფხაზი, რუსი და არც ჩეჩენი...

ჩვენთვის საამაყო იყავი და იქნები მუდამ.