10 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან გოჩა ქაჯაიასთან, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ბადრი ჯობავათან, გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან ავთანდილ სართანიასა და საფინანსო-საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსთან ბაქარ შონიასთან შედგა. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება და შემდგომი ანალიზისა და დაგეგმვისათვის კონსულტანტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. სტუმრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერეს ქალაქ ხობში კოლხეთის დასახლებაში ასფალტ-ბეტონის საფარის და ხეთის თემში, პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის მიმდინარე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.