21 აგვისტოს სერბულ ზრენჯანინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა პირველ დღეს ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. დღესვე ხობელი ნუგზარ წურწუმია (42 კგ.) საჭიდაო ხალიჩაზე გავიდა, სამწუხაროდ მან კვარცხლბეკამდე ვერ მიაღწია.
www.khobi.info აქტიურად ადევნებს თვალს ჩვენი პერსპექტიული სპორტსმენების მონაწილეობებს ტურნირებზე და უსურვებს მათ შემდგომში გამარჯვებებს.