ხობის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმაკ ახაბერ ბენიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის გადაყვანილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილედ. ჯერჯერობით საკრებულოს მისი განცხადება არ დაუკმაყოფილებია და დღეისათვის მის მოვალეობას გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე ბადრი ჯობავა ასრულებს.
www.ipn.ge



ხობის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ფინანსთა სამინისტროში ინიშნება 

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი კახაბერ ბენიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ–ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ინიშნება. ამის შესახებ „Front News“ - ს სარწმუნო წყარომ აცნობა.
საკრებულო მისი სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას დღეს დააკმაყოფილებს, ახალი კადრის შერჩევისათვის კი კონკურსს გამოაცხადებს.
კახაბერ ბენიძე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩაუდგა სათავეში.
ახალი გამგებლის დანიშნვამდე ბენიძის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბადრი ჯობავა შეასრულებს.

frontnews.ge

ხობის გამგებელმა თანამდებობა დატოვა


ხობის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ, რომელიც ამ პოსტზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაინიშნა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ახალ სამსახურში მიდის:

„მუშაობა დავიწყე ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ“.

ამჟამად გამგებლის მოვალეობას მოადგილე, მახარე ჩოკორაია ასრულებს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა ქარდავას თქმით, გამგებლის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ საკრეულოში დღეს, 22 აგვისტოს შევიდა და დღესვე მოხდება მისი დაკმაყოფილება. რაც შეეხება ახალი გამგებლის დანიშვნას, საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, გამოცხადდება კონკურსი, რის შესახებაც საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება:

„ხობში ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და გამგებელი აუცილებლად საჭიროა, ამიტომ მომდევნო კვირას ვებ-გვერდზე განთავსდება ყველა პირობა და მსურველები შეძლებენ განაცხადის შემოტანას“, - განაცხადა მამუკა ქარდავამ.

კახაბერ ბენიძე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2012 წლის 12 დეკემბერიდან მუშაობდა.

http://livepress.ge/ka/site/news/6373/

კახაბერ ბენიძე

მობილური: +995 599 856116

სამსახურის ტელეფონი: +995 414 222377 

 ელექტრონული ფოსტა: kakha.benidze@gmail.com

მიღების დღე: პარასკევი (12:00 სთ. – 15:00 სთ.)


                               ბიოგრაფია

კახაბერ ბენიძე დაიბადა 1974 წლის 9 აგვისტოს ქ. ხობში

2012 წლის 14 დეკემბრიდან - 2013 წლის 21 აგვისტომდე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი

2008 წ. 2012 წ. - N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი;

2007 წ. – „პროკრედიტბანკის“ ქუთაისის ფილიალის ზუგდიდის განყოფილება (საკრედიტო ექსპერტი);

2004-2005 წ.წ. - ხობის რაიონის გამგებლის მრჩეველი ეკონომიკისა და მცირე ბიზნესის განვითარების დარგში;

1999-2003 წ.წ. - ხობის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი;

1997-1998 წ.წ. - ხობის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი;

1997 წ. - ხობის რაიონის გამგეობის საინფორმაციო სამსახურის უფროსი;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კვალიფიკაცია - ეკონომისტი);

დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციის I ხარისხის დიპლომით.

2012 წ. – Bრიდგე (ბულდინგ ღესოურცეს ინ Dემოცრაცყ ჩოვერნანცე ანდ Eლეცტიონს) პოლიტიკური პარტიების პროფესიული განვითარების ტრენინგები;

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.