28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პირველი მაისის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებულ იქნა 83 დასახელების წმინდანთა წმინდა ნაწილები, სიწმინდეების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით საზეიმო ლოცვა ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საშუალება მიეცა მიახლოებოდა წმინდანთა ნაწილებს და ელოცათ მათ წინაშე.
სიწმინდეები კიევ-პეჩორის ლავრიდან საჩუქრად პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსს გადაეცა.