გამგებელი მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდა

     
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია,  მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო - ზოგადი მიმოხილვისა და სამომავლო საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის კუთხით გამგებლის მოსაზრებების რწმუნებულებისთვის გაზიარების შემდგომ  ისაუბრეს სოფლის პროგრამებზე, დასახლებებში არსებულ სწრაფად მოსაგვარებელ პრობლემების გადაჭრაზე და ზოგად  სამომავლო გეგმებზე. უახლოეს მომავალში გამგებელი მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ  ერთეულში  გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.
http://www.khobi.ge