ხობელი მოჭიდავეები ქალაქ ბათუმში გაემგზავრებიან


2013 წლის 29-31 აგვისტოს ქ. ბათუმში ტარდება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ცნობილი მოჭიდავის, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორის, მსოფლიო თასის მფლობელის, დავით ბედინაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი 1997-98-99 წწ დაბადებულ ჭაბუკებს შორის.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების სპორტსმენები, მათ შორის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წრის მოსწავლეები:

ხეცურიანი ჯონი, მიქავა ანზორი, ქაჯაია ბაქარი, ღურწკაია ნიკა, ქაჯაია ბაკური, კონჯარია კორნელი, ოკუჯავა ედიკა, ნაკაშია ირაკლი (მწვრთნელ-მასწავლებელი ალმასხან ხუნჯუა).

ტურნირზე მიწვეული არის მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთა ბრიგადა და ჩატარდება საერთაშორისო წესების თანახმად. 
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან სიგელებით, მედლებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით.
ორგანიზატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაცია.

ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის  FACEBOOK-ის ოფიციალური გვერდიდან.