ცვლილება ხობის მინიციპალიტეტის გამგეობაში

     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის იძულებითი ღონისძიებების  სამმართველოს უფროსის მოადგილედ, რის შემდეგაც გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე  განხილულ იქნა გოჩა ქაჯაიას კანდიდატურა.  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე  საკრებულოს თავმჯდომარეს ერთხმად მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის  გამგებლის თანამდებობაზე  მის დასანიშნად.

   ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 აგვისტოს N214   ბრძანებით გ. ქაჯაია დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად.



ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი

გოჩა ქაჯაია
მობილური: 
ტელ:  +995 599 870405
სამსახურის ტელეფონი: +995 414 222377 
მიღების დღე: პარასკევი (12:00 სთ. – 15:00 სთ.)
ბიოგრაფია
გოჩა ქაჯაია დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში.

2002-2006 წწ. - სოფელ საჯიჯაოს საკრებულოს თავმჯდომარე

2006 -2012 წწ. -  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე

2013 წ. - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

2013 წლის 26 აგვისტოდან - ხობის მუნიციპალიტეტის 
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი