გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი დაიწყო

   

    30 აგვისტოს  ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში დაიწყო  შესანიშნავი მოქალაქისა და ნარდის დიდი ქომაგის, ჟურნალისტ გოგი ბუკიას, მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირისათვის შესარჩევი ტურნირი ნარდში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - „ხობის“ პრეზიდენტის, გოდერძი ბუკიას ინიციატივით ტარდება.  შეჯიბრი სამი დღე გაგრძელდება და  ტარდება ნარდის საერთაშორისო წესდების შესაბამისად.  ტურნირში მონაწილეობს  64 მოთამაშე  (32 წყვილი). ტურნირის  მსაჯები  არიან ვლადიმერ გერგაია და  მერაბ კიტია. 
      ტურნირის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის  შემსრულებელი გოჩა ქაჯაია და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 
      საქველმოქმედო ფონდ „ხობის“  ინიციატივით, 2008 წლიდან, გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი შეტანილია საერთაშორისო გათამაშებების ცხრილში და მას ორგანიზებას უწევენ ნარდის საერთაშორისო ორგანიზაციები. მეორე წელია რაც გოგი ბუკიას სახელობის  ტურნირი ნარდის მსოფლიო ფედერაციის ეგიდით იმართება  (პრეზიდენტი მარკო ფორნასირი _ იტალია). წელს ტურნირის თანაორგანიზატორია საქართველოს ნარდის ფედერაცია (პრეზიდენტი _ კახაბერ ნაჭყებია). ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტში 2 სექტემბერს დასრულდება, გამარჯვებულები  დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით ხოლო პრველ ადგილზე გასული მოთამაშე   4-8 სექტემბერს ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ გოგი ბუკიას მეშვიდე მემორიალურ ღია საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.
http://www.khobi.ge