28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. მეუფის კურთხევით ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ჩამობრძანებულ იქნა წმინდა პანტელეიმონისა და სხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები. მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ მიახლებოდნენ, თაყვანი ეცათ და ელოცათ სიწმინდეების წინაშე, საზეიმო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია.