გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კ. ბენიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა

22 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კახაბერ ბენიძის განცხადება სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დროებით გამგებლის მოვალეობის შესრულება დაეკისრა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ბ. ჯობავას.

http://khobi-sakrebulo.ge/