„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები გრძელდება


ხობის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება სამუშაოების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში დასრულდა ახალსოფლის თემის სანიაღვრე არხების ამოწმენდა ( 18535ლ), ბიის თემის საბავშვო ბაღის რემონტი (22 717ლ ), ზემო ქვალონის თემის სოფელ სახოჭოლავოში საყანე ფართობის შემოღობვა (14382ლ), სოფელ პირველ ხორგაში სანიაღვრე არხების ამოწმენდა(17679ლ), საჯიჯაოს თემის სოფელ ზენის კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია (65000ლ), ჭალადიდის თემის სოფელ საღვამიჩაოს საყანე ფართობების შემოღობვა (28000ლ), ხამისქურის თემის სოფელ საკუკაოს საყანე ფართობების შემოღობვა(12600ლ).
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით სამუშაოების დაახლოებით 60% შესრულებულია.